მასკის სახელი 69 წლის წინ დაწერილ წიგნშია ნახსენები
მარსის პროექტი
» ”ბედისწერაზე საუბრისას, იცოდით, რომ ფონ ბრაუნის 1953 წელს დაწერილ წიგნში "მარსის პროექტი" მოხსენიებული იყო პიროვნება სახელად ილონი, რომელიც ადამიანებს მარსზე მიიყვანდა? საკმაოდ უცნაურია," — ნათქვამია ლის ტვიტში, რომელსაც წიგნის ფოტოც ახლავს.
Speaking about destiny, did you know that Von Braun's 1953 book "Mars Project," referenced a person named Elon that would bring humans to Mars? Pretty nuts pic.twitter.com/m28yFU4Ip6
— Toby Li (@tobyliiiiiiiiii) December 30, 2020
მასკმა ლის უპასუხა: "დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიმართლეა?"
სხვა მომხმარებელმა კი რომანის ინგლისური თარგმანით უპასუხა, სადაც
ნაჩვენებია, რომ ის რეალურია.
Yeah it's real. This is the English transcript of the same book ... But "Elon" referred by Von Braun in the book isn't the name of the person but rather the name of the position something like an elected meritocratic president pic.twitter.com/GADiMJHxLp
— Pranay Pathole (@PPathole) December 30, 2020
გასაგებად რომ ვთქვათ, "ილონი" არა პერსონაჟის სახელია, არამედ მარსის არჩეული
ლიდერების ტიტულია.
მაგრამ მაინც, დამთხვევა საშინლად უცნაურია.
ნაცისტებიდან "ნასამდე" - ვერნერ ფონ ბრაუნი
წიგნი სახელად "მარსის პროექტი" 1952 წელს ცნობილმა ნაცისტმა მეცნიერმა ვერნერ ფონ ბრაუნმა გამოაქვეყნა (ინგლისური ვერსია კი 1953 წელს გამოქვეყნდა), რომელიც მოგვიანებით "ნასას" ინჟინერი გახდა.
მან გააგრძელა Saturn V-ის გამშვები მანქანის განვითარების მეთვალყურეობა, რომელმაც საბოლოოდ მთვარეზე აპოლოს მისიები შეასრულა.
გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ მან მალულად შეიმუშავა რაღაც ტექნოლოგია დროში მოგზაურობის ან მომავალი ბროლის ბურთის პროგნოზირებისთვის.
ℹ თუ ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემები გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე" 💙