ინციდენტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე "ნასას" ეგონა
სადგური საკმარისად შემობრუნდა იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე სკეიტბორდინგში მონაწილეობის მისაღებად პრეტენზია ჰქონოდა. Image Via FUTURISM მოდულ Nauka -ს დამსახურებით, გასულ კვირას ISS -ი კატასტროფას ძლივს გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ მოდულ Nauka-მ სადგურზე შეპირაპირების (Docking) შემდეგ, შემთხვევით ძრავები აამუშავა, რამაც ISS-ის 45 გრადუსით შემობრუნება გამოიწვია. სადგურის კურსიდან აცდენისა და ჩვეულზე დიდი სიჩქარით ბრუნვამ მას კინაღამ მზის პანელები დააკარგვინა, რაც ასტრონავტებით დაკომპლექტებული სადგურის ჩამოშლის წინაპირობა იქნებოდა. როგორც ჩანს, პრობლემა უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე აღიარებდა იმ დროს. კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ სადგური ფაქტობრივად ნახევრად შემობრუნდა, სანამ მასზე კონტროლს ბორტზე მყოფი ეკიპაჟი დაიბრუნებდა. მარტივი წარმოსადგენია მოვლენების ჰოლივუდური ვერსია და განვითარება, ISS-ი იმდენად სწრაფად ტრიალებს, რომ პ