10 საინტერესო ფაქტი ინტერსტელარის შესახებ
უდავოდ, ინტერსტელარი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში.
ფიზიკისა და ისტორიის თხრობის საუკეთესო ნაზავი 2014 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა.
169 წუთიანი ფილმი, კრისტოფერ ნოლანის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარია.
ამ ყველაფერს ფილმის ფენომენალური მელოდიაც მოუხდება, ამიტომ შეგიძლია ჩართო იგი და ისე განაგრძო კითხვა
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ფილმის შესახებ:
1. ხელოვნური ინტელექტი სახელად ტარსი რეალურია.
რეალურად, TARS-ი უინტელექტო გიგანტური თოჯინაა.
90,72 კილოგრამიანი რობოტის უკან იდგა ბილ ირვინი, რომელიც თან ახმოვანებდა პერსონაჟს და აკონტროლებდა მის მოძრაობებს.
90,72 კილოგრამიანი რობოტის უკან იდგა ბილ ირვინი, რომელიც თან ახმოვანებდა პერსონაჟს და აკონტროლებდა მის მოძრაობებს.
თუმცა, უფრო რთულ მოძრაობებს კასკადიორი მარკ ფიჩერი ასრულებდა.
2. სკაფანდრები, რომლებიც მსახიობებს ეცვათ, რეალურად მუშაა.
მან დაიწყო მუშაობა თავის გუნდთან ერთად, სცადა სხვადასხვა დიზაინი და მასალები.
მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბალანსის პოვნა ფორმასა და ფუნქციას შორის.
რეალური კოსმოსური კოსტიუმების მსგავსად, ზოფრესის კოსტიუმებს აქვთ მოქმედი ჟანგბადის ერთეული.
რეალური კოსმოსური კოსტიუმების მსგავსად, ზოფრესის კოსტიუმებს აქვთ მოქმედი ჟანგბადის ერთეული.
ამ გზით მსახიობებს ხანგრძლივი გადაღების განმავლობაში კომფორტულად სუნთქვა შეეძლოთ.
რაც შეეხება კოსტიუმებში არსებულ ტემპერატურას, Interstellar-ის სკაფანდრები აღჭურვილია გაგრილების მილებით, რომლებშიც წყალი მიედინება, ისევე როგორც ნამდვილ კოსმოსურ კოსტიუმებში.
მთელი ეს აღჭურვილობა ზრდის ვარსკვლავთშორისი კოსტიუმების წონას დაახლოებით 13,5-დან 16 კგ-მდე.
რაც შეეხება კოსტიუმებში არსებულ ტემპერატურას, Interstellar-ის სკაფანდრები აღჭურვილია გაგრილების მილებით, რომლებშიც წყალი მიედინება, ისევე როგორც ნამდვილ კოსმოსურ კოსტიუმებში.
მთელი ეს აღჭურვილობა ზრდის ვარსკვლავთშორისი კოსტიუმების წონას დაახლოებით 13,5-დან 16 კგ-მდე.
3. ფილმი მეცნიერების ერთგული რჩება.
კრისტოფერ ნოლანს სურდა Interstellar-ი რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო რეალურ მეცნიერებასთან.
შედეგად, მან თავისი და 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის (ფიზიკაში) დოქტორი კიპ თორნის ძალები გააერთიანა.
თუმცა, ყველაფერი მუდამ ურთიერთშეთანხმებული არ ყოფილა, რადგან ისინი ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს.
მაშინ, როდესაც ნოლანს სინათლის სიჩქარის გადამეტება სურდა, დოქტორი თორნი მტკიცედ იდგა და მეცნიერების ერთგული დარჩა.
საბოლოოდ, ნოლანი დოქტორ თორნს დაეთანხმა.
4. შეიქმნა სპეციალური ეფექტების ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.
კრისტოფერ ნოლანის მიერ წაყენებული მოთხოვნის შემდეგ, რომელიც მეცნიერული სიზუსტის შენარჩუნებას გულისხმობდა, დოქტორმა კიპ თორნმა შემოიღო თეორიული განტოლებები ჭიის ხვრელებისა და შავი ხვრელების მოდელირებისთვის.
პოლ ჯ. ფრანკლინმა და მისმა გუნდმა Double Negative-ში შეიმუშავეს ახალი სპეც.ეფექტების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც შეძლო და მაქსიმალურად რეალურად გვაჩვენა სამყაროში არსებული ფენომენები.
5. ენ ჰეთევეის, ყინულის პლანეტაზე გადაღებისას, კინაღამ ჰიპოთერმია დაემართა.
თუმცა, ენმა უარი თქვა დასვენების დღეზე და დაჟინებით მოითხოვდა სცენის გადაღების სწრაფად დასრულებას.
არ იდარდოთ, სცენის გადაღებას დიდი დრო არ დასჭირვებია და ნიჭიერი მსახიობი მშვენივრად მუშაობდა.
6. თავდაპირველად ინტერსტელარის რეჟისორი სტივენ სპილბერგი უნდა ყოფილიყო.
Dreamworks-ისა და Paramount-ის დაშლის შემდეგ, სტივენ სპილბერგმა ვეღარ შეძლო ფილმზე მუშაობა, რადგან ეს უკანასკნელი ფლობდა სიუჟეტს.
როგორი იქნებოდა სტივენ სპილბერგის ინტერსტელარი?
ორიგინალური ისტორია განსხვავდება კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარისგან.
რაც შეეხება სპილბერგის Interstellar-ს, მას უნდა შეესწავლა კუპერისა და ბრენდის რომანტიული ურთიერთობა.
კიდევ ერთი შესამჩნევი განსხვავება არის ის, რომ კუპერი ბრუნდება დედამიწაზე 2230 წელს და ხვდება გაუდაბნოებული პლანეტა.
გარდა ამისა, ჩინელებმა უფრო დიდი როლი ითამაშეს სპილბერგის ინტერსტელარში, რომლებიც ყინულოვან პლანეტაზე ათწლეულების წინ ჩამოვიდნენ.
7. მსოფლიოში ცნობილმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა გენიალური ფილმისთვის დაწერა შესანიშნავი მუსიკა.
თუმცა, მან ციმერს არ მისცა ბევრი მინიშნება მუსიკისთვის.
უბრალოდ ჰანსს ერთგვერდიანი ტექსტი წარუდგინა, რომელშიც აღწერილია ფილმის მთავარი თემები.
ასე რომ, სცენარის, სათაურის ან სიუჟეტის დეტალების გარეშე, ციმერმა შექმნა იდეალური, სრულყოფილი მუსიკა Interstellar-ისთვის.
ასე რომ, სცენარის, სათაურის ან სიუჟეტის დეტალების გარეშე, ციმერმა შექმნა იდეალური, სრულყოფილი მუსიკა Interstellar-ისთვის.
საბოლოოდ, "საუნდტრეკმა" წარმატებით განასახიერა ფილმის არსი.
8. გადამღები ჯგუფი მსოფლიოში მოგზაურობდა.
კრისტოფერ ნოლანს არ სურდა, რომ მისი ფილმი მთლიანად სპეც. ეფექტებზე (CGI) ყოფილიყო დამოკიდებული და მან თავისი გუნდი მთელ მსოფლიოში ამოგზაურა სრულყოფილი სცენების გადასაღებად.
9. ფილმის დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები ინტერვიუები რეალურია.
დოკუმენტური ფილმი ასევე იყო ინტერსტელარში ადრეული დედამიწის სცენების შთაგონება.
არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმების მოყვარული, Interstellar-ი ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელსაც ყველა აფასებს.
განსაცვიფრებელი კადრებიდან დაწყებული საგულდაგულოდ შემუშავებულ სამეცნიერო ინტერპრეტაციამდე, ფილმი აუცილებლად დატოვებს თქვენზე ხანგრძლივ შთაბეჭდილებას.
10. ინტერსტელარის შავი ხვრელის მეცნიერული სიზუსტე.
Interstellar-ში ნაჩვენები შავი ხვრელი მეცნიერულად იმდენად ზუსტი იყო, რომ ფიზიკის კანონების შესაბამისად ვიზუალური ეფექტების შექმნას და თითოეული კადრის გამოსახვას დაახლოებით 100 საათი დასჭირდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ შავი ხვრელის ეპიზოდების დარენდერებას (შექმნას), რომელსაც ფილმში ვხედავთ, დაახლოებით 100 დღე დასჭირდა.
ამ შესანიშნავი ფილმის ფაქტებზე წიგნის გამოცემაა შესაძლებელი, ამიტომ დღეს აქ შევჩერდეთ.
ℹ️ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.