სიმშვიდის ზღვა / Mare Tranquillitatis
სიმშვიდის ზღვა (ლათინურად Mare Tranquillitatis) - ე.წ. მთვარის ზღვა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ხილულ მხარეს. მისი დიამეტრი 873 კილომეტრს შეადგენს . "ზღვამდე" პირველად 1965 წლის 20 თებერვალს მიაღწია აპარატმა რეინჯერ-8 -მ, მას შემდეგ, რაც მან მთვარის ზედაპირის ფოტოგადაღებები დაასრულა. 1969 წლის 20 ივლისს , ექსპედიცია აპოლო-11 -ის მსვლელობისას, პილოტირებულმა აპარატმა ბორტზე მყოფ ნასას" ორ ასტრონავტთან ერთად, სწორედ აქ განახორციელა რბილი დაშვება. მინერალ ტრანკვილიტიტს სახელი სწორედ "სიმშვიდის ზღვის" პატივსაცემად ეწოდა. ℹ თუ ასტრონომია, ტექნოლოგიები და მეცნიერება გაინტერესებთ, შემოგვიერთდით "ფეისბუქზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე" 💙 "მომავლის პოსტის" პოვნა შეგიძლიათ feedc-ზეც.