1992 წელს გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ

„რიპ ვან ვინკლივით, რომელიც უბრალოდ იღვიძებს 30 წლის შემდეგ და არ იცოდა, რომ ეძინა.“ Photo Via CNN | Edited: Future Post (@futurepostge) რამდენიმე კვირის წინ, პორტლენდში მცხოვრებ წყვილს ტყუპი ვაჟი და ქალიშვილი გაუჩნდა, რომლებიც 1992 წელს, 30 წლის წინ გაყინული შემოწირული ემბრიონებიდან დაიბადნენ. CNN-ის ცნობით , პორტლენდში, ორეგონელ წყვილს რეიჩელ და ფილიპ რიჯვეიებს შეეძინათ ორი „ ნორმალური ზომის ბავშვი “ ემბრიონებიდან, რომლებმაც სიძველის გამო რეკორდი მოხსნეს. „ ამაში რაღაც განსაცვიფრებელია, “ - უთხრა ფილიპ რიჯვეიმ CNN-ს თავისი ტყუპების, ლიდიასა და ტიმოთის შესახებ. „ 5 წლის ვიყავი, როცა ღმერთმა სიცოცხლე მისცა ლიდიასა და ტიმოთეს და მას შემდეგ ის ინარჩუნებს ამ სიცოცხლეს. “ ტიმოთი და ლიდია ოჯახის უკანასკნელი მატება გახლავთ. ოჯახში ახლა 6 ბავშვია. ექვსი შვილის მამა ამბობს, რომ „რაღაც გაგებით, ისინი ჩვენი უფროსი შვილები არიან, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი ყველაზე პატარა ბავშვები არიან.“ როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ემბრიონები თავდაპირველად შეიქმნა ინ ვიტრო განაყოფი...