5 ყველაზე საშინელი საშობაო ტრადიცია მთელს მსოფლიოში
საშობაო მხიარულება, თუ შიშის ბურძგლები ტანზე? - წაკითვის შემდეგ, თავად გადაწყვიტე. უმეტეს ინგლისურენოვან ქვეყნებში, ურჩი ბავშვების განკითხვის დღედ, რატომღაც, შობა ითვლება. რაც რამე უცნაური და სულისშემძვრელი ტრადიცია არსებობს, უმეტესი ნაწილი შობასთან კავშირდება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 1. კრამპუსი - (ავსტრია, სლოვენია, ხორვატია, ჩრდილოეთ იტალია). Image Via Google ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა ნიკოლოზს ჰყავს თანამგზავრები, რომლებიც მოქმედებენ როგორც უარყოფითი კოლეგები. წმინდა ნიკოლოზი არის კეთილგანწყობილი პოლიციელი; ერთ-ერთი განსაკუთრებით ცუდი პოლიციელი სწორედ კრამპუსია, დემონი ნახევრად თხის რქებით და გრძელი ენით. სიარულისას ჯაჭვებს ათრევს, რაც ავისმომასწავებელ ხმებს გამოსცემს. იგი თან ატარებს წკეპლას, რათა ცუდი ბავშვები დასაჯოს, ზოგჯერ კი კალათს ან ჩანთას მათ გასატაცებლად. ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში 5 დეკემბერს Krampusnacht-ის დღეა. ადამიანები იცვამენ შიშისმომგვრელ კოსტიუმებს და აწყობენ მსვლელობას. ბოლო