კომეტა C/2023 A3 საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
მოსალოდნელია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში მაქსიმალურ სიკაშკაშეს მიაღწევს ☄️⚡
კომეტა C/2023 A3 სულ რაღაც ერთი დღითაა დაშორებული მზესთან უახლოეს წერტილამდე და უფრო კაშკაშა ხდება.
იგი უკვე გასცდა სიკაშკაშის იმ ზღვარს, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამიწიდან იგი ბუნდოვანი წერტილის სახით გამოჩნდება.
ხოლო, ისინი, ვინც ტელესკოპებითა და ბინოკლებით დააკვირდებიან, დაინახავენ კომეტის კუდსაც.
აღნიშნული კომეტა, ჯერჯერობით, მეთიუ დომინიკზე უკეთ არავის დაუნახავს, რადგან იგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შუშის გუმბათიდან აკვირდებოდა მას. [ფოტოს კომენტარებში მიაგნებთ.✨]
IFLScience-ს თანახმად, სულ რაღაც ერთ კვირაში კომეტა მზესთან უახლოეს წერტილამდე მივა.
27 სექტემბერს, იგი ჩვენი ვარსკვლავიდან 58.6 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე ჩაივლის და ხილვადი იქნება შეუიარაღებელი თვალით დამკვირვებლებისთვისაც. 👀
როგორც ირკვევა, უახლოეს წერტილამდე მისვლის პერიოდში, კიდევ უფრო კაშკაშა გახდება, რაც გააადვილებს მასზე დაკვირვებას.
მზესთან უახლოეს წერტილამდე მისვლის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, იგი მხოლოდ გათენებამდე იქნება ხილული, მაგრამ 9 ოქტომბრიდან მზის ჩასვლისასაც უნდა გამოჩნდეს.
ხოლო, დედამიწასთან უახლოეს წერტილამდე 12 ოქტომბერს მივა, რაც კიდევ ერთი შანსი იქნება დედამიწიდან დამკვირვებლებისთვის.