სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კარლ სეიგანმა მარსის პირველი ადამიანებისთვის შეტყობინება ჩაწერა
» ,,გამარჯობა, მე კარლ სეიგანი ვარ. ითაკა, ნიუ-იორკში, კორნელის უნივერსიტეტთან ახლოს, არის ადგილი, სადაც ხშირად ვმუშაობ. შესაძლოა, 60 მეტრიანი ჩანჩქერის ფონური ხმაც კი გესმოდეთ [ამ ჩანაწერიდან] ზუსტად თქვენ გვერდით, რაც ალბათ, ვფიქრობ, იშვიათობაა მარსზე, თუნდაც მაღალტექნოლოგიურ დროში“, - ამბობს სეიგანი ჩანაწერში. ,,მეცნიერებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ, გასული საუკუნის განმავლობაში, თავიანთი როლი ითამაშეს, განსაკუთრებით მარსის შემთხვევაში. მეცნიერები აკეთებენ აღმოჩენებს, ისინი შთააგონებენ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებს, რომ დაწერონ მარსზე, და ბევრი ახალგაზრდაც კითხულობს სამეცნიერო ფანტასტიკას და აღფრთოვანებულია, ამავდროულად, შთაგონებული, რომ გახდნენ მეცნიერები, რათა წითელი პლანეტის შესახებ მეტი გაიგონ, რაც შემდეგ კიდევ ახალ თაობებს შთააგონებს. და, ამ თანმიმდევრობამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარსზე მოხვედრის ჩვენს ამჟამინდელ შესაძლებლობაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რობერტ გოდარდის [ამერიკელი ფიზიკოსი] ცხოვრებაში, რომელმაც, ვფიქრობ, სხვაზე მეტად, გზა გაუხსნა მარსზე ...