28/05/2023 19:57
როდესაც მასიური ვარსკვლავი იღუპება, ის ხმაურსა და განსაცვიფრებლად კაშკაშა აფეთქებას ქმნის, რომელსაც შეუძლია დროებით შეცვალოს ღამის ცის იერსახე.
ამ აფეთქებას სუპერნოვა ეწოდება.
ყველაზე კაშკაშა და უახლოესი სუპერნოვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა შორეულ გალაქტიკებში მიმდინარე სუპერნოვებიც სამოყვარულო აღჭურვილობით თქვენივე ეზოებიდან ადვილი შესამჩნევია.
ესეც სუპერ შესაძლებლობა: ახლახან, სუპერნოვა ახლომდებარე სპირალურ გალაქტიკაში მოხდა, რომელსაც M101 (NGC 5457) ჰქვია და ამაღამ შეგიძლიათ მიაგნოთ მას ღამის ცაზე.
NASA-ს ცნობით, ახალი სუპერნოვა, სახელად SN 2023ixf-ი, პირველად ასტრონომმა კოიჩი იტაგაკიმ 19 მაისს დააფიქსირა.
მოსალოდნელია, რომ სუპერნოვა, ტელესკოპის საშუალებით, ხილვადი იქნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ასე რომ, ღამის ცის მოყვარულთათვის, ზაფხული ნამდვილად არ უნდა იყოს მოსაწყენი.
M101-სა და მისი სუპერნოვას ძიება
გალაქტიკა (M101), რომელიც სუპერნოვას მასპინძლობს, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მკლავის ბოლოშია, რომელიც ქმნის სამკუთხედის მწვერვალს მკლავის ბოლო ორი ვარსკვლავით: მიზარი და ალკაიდი.
გაავლეთ ხაზი ამ ორ ვარსკვლავს შორის, გაჩერდით შუა გზაზე და შეხედეთ დაახლოებით 4,5° ჩრდილო-აღმოსავლეთით.
პირდაპირ დაეშვებით M101-ზე, რომელსაც ხშირად უწოდებენ Pinwheel Galaxy-ს, რადგან მას აქვს სპირალური მკლავები.
VIA TheSkyX
თუ გაქვთ ტელესკოპი, შეგიძლიათ მიუთითოთ სუპერნოვას ზუსტი კოორდინატები: R.A. 14h03m38.58s, Dec. 54°18’42.1″.
მაგრამ, სუპერნოვა იმდენად კაშკაშაა, რომ თქვენ დაინახავთ კაშკაშა "ვარსკვლავს" თუნდაც პატარა ზომის.
თუ გამოცდილი ასტროფოტოგრაფი ხართ ან გაქვთ საკუთარი სპექტროსკოპი, შეგიძლიათ თქვენი დაკვირვებები და მოპოვებული კადრებიც კი წარუდგინოთ AAVSO-ს, რათა ასტრონომებს დაეხმაროთ ამ მოვლენის შესწავლაში.
ამაღელვებელი აღმოჩენა
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სუპერნოვა ჩვენგან მილიონობით სინათლის წლით არის დაშორებული, ის მაინც უახლოესი სუპერნოვაა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფეთქდა.
იმის გამო, რომ ის ძალიან ახლოსაა და თან ახალგაზრდაა, ასტრონომები მოუთმენლად ელიან მის ევოლუციას.
ასეთი მოვლენების შესწავლა, კონკრეტულად კლასიფიცირებული, როგორც II ტიპის სუპერნოვა, გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ კვდებიან მასიური ვარსკვლავები და რა ხდება მათ შემდეგ.
სამომავლო სამეცნიერო აღმოჩენების მიუხედავად,
SN 2023ixf-ი ქმნის სრულყოფილ საზაფხულო სანახაობას ღამის ცაზე, თუმცა დროებით.
მომზადებულია Astronomy.com-ზე დაყრდნობით.
მთავარი სურათი: Duluth News Tribune