22/04/2023 23:50
სამყაროს შექმნის ყველაზე ფართოდ მიღებული თეორიის თანახმად, 13,8 მილიარდი წლის წინ, მთელი სამყარო კოსმოსში არსებული ერთი წერტილიდან გაჩნდა. ეს თეორია ცნობილია, როგორც "დიდი აფეთქება".
მეცნიერები სამყაროს წარმოშობის ამ უნივერსალურ თეორიაზე შეთანხმდნენ მაშინ, როდესაც შენიშნეს, რომ კოსმოსში არსებული ყველა გალაქტიკა ნელ-ნელა გვშორდება - დღესაც კი.
ეს ნიშნავს, რომ დროის რაღაც მომენტში, ყველაფერი შეიძლებოდა კონდენსირებულიყო უსასრულოდ მკვრივ ადგილას, რაც ცნობილია, როგორც სინგულარობა.
"დიდი აფეთქების" კიდევ ერთი მტკიცებულება არის ის, რაც ცნობილია, როგორც კოსმოსური მიკროტალღური ფონი.
ეს არის რადიოაქტიური ნარჩენები ჩვენი სამყაროს ადრეული დღეებიდან.
ნარჩენები, რომელთა ნახვაც მხოლოდ ტელესკოპითაა შესაძლებელი.
• მაგრამ რა მოხდება, თუ ყველანი ვცდებით?
• რა მოხდება, თუ სამყარო ისე არ შექმნილა, როგორც მოგვეხსენება?
• კიდევ სად შევცდით?
ჩვენი სამყარო მუდმივად ფართოვდება.
ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მუდამ გაფართოების პროცესში იქნება.
რაც ძალიან მაგარი არის იდუმალი და უხილავი ძალაა, რომელიც იწვევს სამყაროს გაფართოებას.
მას ბნელ ენერგიას უწოდებენ და შეადგენს სამყაროს მასის 69%-ს.
სამყაროს 26% შედგება ბნელი მატერიისგან, ხოლო მხოლოდ 5% არის ჩვეულებრივი, ძველებური მატერია.
თუ მთელი ეს მასალა მართლა ერთი წერტილიდან წარმოიშვა და უბრალოდ განაგრძო გაფართოება, საბოლოოდ მთელი ეს სითბო და ენერგია ძალიან, ძალიან გაფანტული უნდა ყოფილიყო.
რაღაც მომენტში, ყველაფერი ისე შორს იქნებოდა ერთმანეთისგან, რომ მთელი სამყარო სასტიკად ცივ ტემპერატურას მიაღწევდა.
აბსოლუტური ნული არის ყველაზე დაბალი შესაძლო ტემპერატურა.
ასევე შეგვიძლია ვთქვათ ნული კელვინი, ან უფრო ნაცნობი ტემპერატურის სკალა თუ გირჩევნიათ, -273 °C.
როცა სამყარო მიაღწევს ამ ულტრა დაბალ ტემპერატურას, ჩვენ ვერ შევძლებთ შორეული გალაქტიკების ხილვას ჩვენი თვალთახედვის წერტილიდან.
თუმცა, სანერვიულო არაფერია, ეს იქნება სულ მცირე ორი ტრილიონი წლის შემდეგ.
ამჟამად კი, ეს მხოლოდ ერთ-ერთი თეორიაა.
ასევე შესაძლებელია, რომ სამყაროს სიკვდილიც სამუდამოდ გაფართოების საპირისპიროში მდგომარეობდეს.
შესაძლოა, მთელი სამყარო ხელახლა შეიკუმშოს და დასრულდეს.
სამყაროს ყველა მატერიას, მთლიანობაში აღებულს, აქვს წარმოუდგენელი სიძლიერის გრავიტაცია.
სწორედ ეს ძალა შეიძლება საკმარისი იყოს საიდუმლო ბნელ ენერგიასთან საბრძოლველად.
თუ ეს მოხდება, სამყარო დაიწყებს თავის თავში შეკუმშვას.
გალაქტიკების შორეული გროვები ერთმანეთს შეერწყმება.
საბოლოოდ, ვარსკვლავები და პლანეტები ჩვენი გალაქტიკის სამეზობლოშიც ერთმანეთს შეერწყმებოდა.
ეს მზარდი სიმკვრივე მთელ სამყაროს გაათბობდა.
"დიდი აფეთქების" მთელი კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივება იმდენად მხურვალე იქნებოდა, რომ ვარსკვლავებზე მაღალ ტემპერატურას მიაღწევდა.
ეს ტემპერატურა კი 5000 °C იქნებოდა.
სამყარო გადაიქცევა ცხელ და ქაოტურ სივრცედ.
იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა გააგრძელებს მატებას, ატომები დაიწყებს დაშლას.
სამყარო გახდება ყველაზე მკვრივი შავი ხვრელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად იქნება სამყაროს დასასრული, ასევე შეიძლება იყოს ახლის დასაწყისი.
და ეს იქნება იმის დასტური, რომ ჩვენი სამყარო გაცილებით ძველია ვიდრე გვეგონა.
შეკუმშვისა და გაფართოების ამ სასტიკ ციკლში, თქვენ არ გექნებათ გადარჩენის მცირედი შანსიც კი, რათა საკუთარი თვალით ნახოთ ეს ეპიკური მოვლენა.
არც არავის ექნებოდა.
ასე რომ, ამ მომენტში ეს ყველაფერი მხოლოდ დროების დასასრულის თეორიაა.
და მას სხვაგვარადაც მოიხსენიებენ: "დიდი ნახტომი".
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო მუდმივად ფართოვდება და იკუმშება. ფილტვების მსგავსად, რომლებიც ჩაისუნთქავენ და ამოისუნთქავენ, ოღონდ ნელა. და არა ერთხელ და ორჯერ.
ამ თეორიის თანახმად, შეიძლება იყოს მილიარდი, ტრილიონი ან თუნდაც უსასრულო რაოდენობის სამყარო. ჩვენამდეც და შემდეგაც.
ყოველ ჯერზე, როდესაც სამყარო თავიდან იბადება, შეუძლია შექმნას ფიზიკის სრულიად განსხვავებული კანონებიც.
ეს გამოიწვევს ყველა სახის უცნაურ შესაძლებლობას.
შეიძლება არსებობდეს სამყაროები, რომლებშიც სიცოცხლე, ვარსკვლავები და ატომებიც კი არ არიან.
ჩვენთვის ეს ყოველივე საკმაოდ უცხო და უცნაურია.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც ვიცით ჩვენი სამყაროს შესახებ, არასწორია.
ის, რაც ვიცით კოსმოსის შესახებ, ეფუძნება იმას, რასაც ვხედავთ და შევისწავლით ჩვენი გალაქტიკის სიახლოვეს და, ჯერჯერობით, მეტს არაფერს.
შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ მთელ სამყაროში ყველგან ისეა, როგორც ჩვენი გალაქტიკის სამეზობლოში.
ეს იდეა ძველია და მას "კოსმოლოგიურ პრინციპებს" უწოდებენ.
მაგრამ, შესაძლოა, ვცდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.
შესაძლოა, ირმის ნახტომის გადაადგილება, ამახინჯებდეს ჩვენს მონაცემებს. ვგულისხმობ, ჩვენ არასდროს გვქონია მყარი მტკიცებულება ჩვენი თეორიების გასამყარებლად, ამიტომ შეუძლებელია უფრო დიდი სურათის დანახვა იმის შესახებ, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი.
მადლობა კვანტურ მექანიკას იმისთვის, რასაც ახლა გეტყვით.
მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ კვანტურ მექანიკას, აყალიბებენ თეორიას სამყაროს ბუნების შესახებ ატომურ დონეზე.
და ამ სფეროს წარმომადგენელი ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სამყარო უნდა იყოს ორიდან ერთ-ერთი. ნამდვილი ან ლოკალური.
თუ სამყარო ნამდვილია, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს გარკვეული თვისებები, როგორებიცაა ფერი და მასა, რომლებიც არსებობენ მაშინაც კი, როცა მათ არ ვუყურებთ.
მაგალითად, აიღეთ წითელი ბურთი. თუ ის ნამდვილია, მაშინ ბურთი წითელია, მაშინაც კი, თუ მას არავინ უყურებს.
მეორეს მხრივ, სამყარო შეიძლება იყოს ლოკალური.
ეს ნიშნავს, რომ სამყარო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მას ტელესკოპებით ვაკვირდებით.
ასე რომ, თუ ამ შემთხვევაშიც მაგალითად ავიღებთ ზემოთ ხსენებულ წითელ ბურთს (რომელიც ყურადღების არსებობის მიუხედავად, ისედაც წითელია), ახლა ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერი ან საერთოდაც არ არსებობდეს.
ამრიგად, როცა შეხედავ ბურთს იგი გახდება წითელი და თუ ის არ არსებობს, შეხედვისთანავე იარსებებს.
სწორედ ეს არის კვანტური ფიზიკის 101-ე წესი.
მაგრამ არის ერთი რაღაც.
სამყარო შეიძლება იყოს როგორც რეალური, ასევე ლოკალური.
ორივე ერთად შეუძლებელია.
და გახსოვდეთ, რომ სამყარო უაზროდ დიდია.
ჩვენი ტელესკოპები არ არის საკმარისად ძლიერი ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად.
ეს ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვიცოდეთ, თუ რომელია ჩვენი სამყარო (რეალური თუ ლოკალური).
ავტორი: გიორგი დადვანი
წყაროები: What If; Space.com; Quanta Magazine; Astronomy.com; New Atlas; World News Era