რა აღმოაჩინა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა? • LIVE UPDATE
გარდა ულამაზესი კადრების მოპოვებისა, რა აღმოაჩინა ყველაზე მძლავრმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ?
1 წელი გავიდა, რაც, კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსში ყველაზე მძლავრი და ღირებული ტელესკოპი გაეშვა.
ამჟამად იგი მარადიულ სახლში, ლაგრანჟის წერტილ 2-ში(L2) იმყოფება და იკვლევს სამყაროს.
საინტერესოა, რისი აღმოჩენა შეძლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნაზავმა ერთი წლის განმავლობაში.
ინფორმაციის დამატება შეწყდა 2023 წლის 21 იანვარს
WEBB სწავლობს პლანეტის ფორმირების დისკს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (NIRCam) ახლო ინფრაწითელმა კამერამ
შეისწავლა პლანეტის წარმომქმნელი დისკი წითელი ჯუჯის გარშემო, რომელიც
ცნობილია როგორც AU Microscopii ან AU Mic.
ასტრონომების აზრით, ეს კვლევა გავლენას მოახდენს მომავალი პლანეტებისადმი
კეთილგანწყობილი ზონების შესწავლაზე.
ჯეიმს ვები შეფერხებისგან თავის დაღწევას ცდილობს
December 22, 2022
ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ თვეში რამდენიმე დღის სამეცნიერო სამუშაო
გამოტოვა, განაცხადა NASA-მ.
ობსერვატორიის გაუმართაობა 7 დეკემბერს დაიწო, როდესაც პროგრამულმა
შეფერხებამ კოსმოსური ხომალდის პოზიციის კონტროლის სისტემაში, რომელიც
ხომალდის სწორ ორიენტაციას ინარჩუნებს, მთელი ობსერვატორია უსაფრთხო რეჟიმში
გადაიყვანა.
ობსერვატორია აღნიშნულ რეჟიმში 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე
იმყოფებოდა.
ამ პრობლემიდან თავის დაღწევის განმავლობაში, ობსერვატორიას რამდენიმე
დღიანი სამუშაოს გამოტოვება მოუხდა.
ჯეიმს ვებმა უცხო პლანეტის ატმოსფეროს ხედი გაგვიზიარა
December 01, 2022
An artist's depiction of the exoplanet WASP-39b.
(Image credit: NASA, ESA, CSA, Joseph Olmsted
(STScI)) |
კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ უფრო მეტი დეტალი მოიპოვა ეგზოპლანეტა
WASP-39b-ის შესახებ.
მანამდე, აგვისტოში, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ვებმა ნახშირორჟანგი
აღმოაჩინა.
პლანეტის ატმოსფეროზე დაფუძნებული ნოემბრის კვლევაში აღმოჩენილი ახალი
დეტალები ასტრონომებს უფრო მეტს ეუბნება ამ პლანეტის წარმოქმნის ისტორიის
შესახებ.
ვებმა ვარსკვლავის დაბადების პროცესი გადაიღო
November 16, 2022
16 ნოემბერს "ნასამ" ვების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დიდებული კადრი გამოაქვეყნა.
ფოტოზე ვხედავთ ვარსკვლავს, რომელიც იბადება.
» ,,ამ "ქვიშის საათის" შუაგულში დამალულია ახალი ვარსკვლავის - პროტოვარსკვლავის - დასაბამი.ვარსკვლავის დაბადების ეს ბრწყინვალე კადრი, ძლევამოსილი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ძალაუფლების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
ამ რეგიონში მტვრისა და გაზის ღრუბლები მხოლოდ ინფრაწითელ შუქზე აღიქმება, რაზეც ვები სპეციალიზდება," - ნათქვამია "ნასას" ტვიტში.
ვების სუპერ ცივი კამერა უბრუნდება მუშაობის ნორმალურ
მდგომარეობას
November 11, 2022
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სტანდარტული სამეცნიერო
ოპერაციების შესრულებას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე
წლის (2022) აგვისტოში დაკვირვების 17 რეჟიმიდან ერთ-ერთი
დაკარგა.
ტელესკოპმა ჰელოუინის წინა დღეს "შემოქმედების
სვეტების" კიდევ ერთი "ჰორორ" კადრი გადაიღო
October 28, 2022
October 28, 2022
ჯეიმს ვების ტელესკოპის კიდევ ერთი სურათი: "შემოქმედების სვეტები"
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა უაღრესად
დეტალური პეიზაჟი - "შემოქმედების" საკულტო სვეტები - სადაც
ახალი ვარსკვლავები წარმოიქმნება გაზისა და მტვრის მკვრივ
ღრუბლებში.
3D სვეტები ჰგავს დიდებულ კლდოვან წარმონაქმნებს.
ეს სვეტები შედგება ცივი ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისგან, რომლებიც ზოგჯერ გამჭვირვალედ ჩანს ახლო ინფრაწითელ შუქზე.
3D სვეტები ჰგავს დიდებულ კლდოვან წარმონაქმნებს.
ეს სვეტები შედგება ცივი ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისგან, რომლებიც ზოგჯერ გამჭვირვალედ ჩანს ახლო ინფრაწითელ შუქზე.
უცნაური რგოლები
October 13, 2022
The James Webb Space Telescope captured the
star WR 140 surrounded by strange concentric
shells. (Image credit: NASA/ESA /CSA /Ryan Lau
/JWST ERS Team /Judy Schmidt) |
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სექტემბერში გიგანტური, შორეული ვარსკვლავის გარშემო დააფიქსირა კონცენტრული კუთხოვანი რგოლების ნაკრები.
ახალი კვლევების მიხედვით, კადრი აჩვენებს პირველ ხილულ მტკიცებულებას, რომ ვარსკვლავური შუქი უბიძგებს მტვერს ირგვლივ და გვიჩვენებს ვარსკვლავ WR140-ის უცნაურ გარემოს, რომელიც სინამდვილეში ორი ვარსკვლავის სისტემაა, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავს.
ვებისა და ჰაბლის გუნდი მტვრის გამოკვლევისთვის გაერთიანდა
October 07, 2022
გასაოცარ სურათზე ასახული ასტრონომების მიერ დაფიქსირებული ორი გალაქტიკა (კოლექტიური სახელწოდებით VV 191), რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.
მოცემული ფოტო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ მიღებული ინფრაწითელი გაზომვებითა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ხილული და ულტრაიისფერი სინათლის სურათების კომბინაციაა.
DART პროგრამის კადრები, რომლებიც ვებმა მოიპოვა
September 28, 2022
An artist's impression of the DART probe smashing
into the asteroid Dimorphos. (Image credit:
ESA–ScienceOffice.org) |
NASA-ს ასტეროიდის ორმაგი გადამისამართების ტესტის (DART) მისია ორშაბათს (26 სექტემბერს) შედგა.
ასტეროიდის მთვარეს, პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიის შესამოწმებლად, ხომალდი შეეჯახა, რომელმაც ასტეროიდი კურსიდან გადააგდო.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამ მოვლენაზე დამკვირვებელ ობსერვატორიებს შორის იყო და მის მიერ მოპოვებული კადრები უახლოეს კვირებში გასაჯაროვდება.
ვების ულტრაცივ კამერას ხარვეზები აქვს
September 22, 2022
An illustration of NASA's James Webb Space
Telescope fully unfolded in space. (Image credit:
NASA/Adriana Manrique Gutierrez) |
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) ღეროს პრობლემა შეექმნა, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთ დაკვირვებაზე.
შესაძლოა, ასტრონომები ცდებიან ეგზოპლანეტების აზომვაში ვების ტელესსკოპით
September 16, 2022
The James Webb Space Telescope's ambitious
mission includes examining distant exoplanets.
(Image credit: ESA/Hubble, N. Bartmann) |
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ასტრონომები შესაძლოა არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტების ატმოსფეროების გაზომვებში.
ვებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინა და აკვირდება ნისლეულს
September 09, 2022
კოსმოსის ობსერვატორიამ დააფიქსირა ეგზოპლანეტა სილიკატებით მდიდარი ღრუბლების მტკიცებულებით; ყავისფერი ჯუჯა თითქმის 20-ჯერ აღემატება იუპიტერს. მას VHS 1256 b ჰქვია და ორ პატარა წითელ ჯუჯას ირგვლივ ბრუნავსს.
დედამიწიდან 72 სინათლის წლის მანძილზე (6.812e+14კმ.)
იუპიტერის ციალი ვების ვიზირში
August 25, 2022
A composite image of Jupiter taken by Webb's
NIRCam; the orange glow around the poles is the
aurora. (Image credit: NASA, ESA, CSA, Jupiter ERS
Team; image processing by Judy Schmidt.) |
მოცემული ფოტო მეცნიერმა ჯუდი შმიდტმა შექმნა Webb-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ვები კვლავ არღვევს რეკორდებს
August 05, 2022
ეს კომპოზიცია გადაღებულია ვების MIRI and
NIRCam-ის მეშვეობით. Instruments reveals the odd Cartwheel galaxy in an unprecedented detail. (Image credit: NASA, ESA, CSA, STScI) |
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პირველი სამეცნიერო სურათების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკები.ვების ამ ფოტოზე ასახულია Cartwheel გალაქტიკა.
სამეცნიერო შერკინება პირდაპირი მნიშვნელობით
July 28, 2022
კაშკაშა მტვერი ჩანს ჯეიმს უების კოსმოსური
ტელესკოპის მიერ გადაღებული NGC 628-ის
(მოჩვენებების გალაქტიკის) სურათზე. (კრედიტი:
NASA/ESA/CSA/Judy Schmidt) |
რამდენიმე კვირის შემდეგ, ამ კადრით ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ატყვევებს მეცნიერებსა და კოსმოსის მოყვარულებს.
რეკორდები იწყებენ რღვევას!
July 21, 2022
მეცნიერები უკვე აკეთებენ რეკორდულ აღმოჩენებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები დახმარებით. მაგალითად, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი გალაქტიკა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შორეული, რაც კი ოდესმე გვინახავს.
თუ ვარაუდი დადასტურდება, ჩვენ დავინახავთ გალაქტიკებს, თუ როგორები იყვნენ ისინი სამყაროს შექმნიდან 300-400 მილიონი წლის შემდეგ.
სალამი იუპიტერს!
July 15, 2022
Jupiter and its moon Europa, left, are seen
through the James Webb Space Telescope’s NIRCam
instrument 2.12 micron filter. (Image credit:
NASA, ESA, CSA, and B. Holler and J. Stansberry
(STScI)) |
ხუთშაბათს (14 ივლისს) NASA-მ გამოაქვეყნა მზის სისტემის სამიზნეების პირველი სურათები, რომლებიც გადაღებულია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით.
სურათებზე ნაჩვენებია იუპიტერი, ასევე მისი ზოგიერთი მთვარე და რგოლები.
„არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე ნათლად დავინახეთ და
როგორი კაშკაშა იყო ისინი“, - თქვა სტეფანი მილამმა,
პლანეტარული მეცნიერებისა და ვების პროექტის მეცნიერის
მოადგილემ.
ვების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ფოტო
July 12, 2022
A composite image of the Cosmic Cliffs in the Carina
Nebula, created with the Webb telescope's NIRCam and MIRI
instruments. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)
როგორც იქნა, NASA-მ გაასაჯაროვა "კარინას ნისლეულის"
სრულიად ახალი სურათი, გაზისა და მტვრის შორეული, მასიური
ღრუბელი, რომელშიც ვარსკვლავები იბადებიან და ამავდროულად
კვდებიან.
სტეფანის კვინტეტი
July 12, 2022
Stephan's Quintet, here seen by the MIRI instrument of
JWST. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)
სტეფანის კვინტეტის განსაცვიფრებელი ხედები.ხუთი გალაქტიკის ჯგუფი.
NGC 3132
July 12, 2022
The image is split down the middle, showing two
views of the Southern Ring Nebula. (Image credit:
NASA, ESA, CSA, and STScI) |
„როდესაც ჩვენ ვნახეთ პირველი ფერადი სურათები, ვიცოდით,
რომ გამარჯვებული გვყავდა“, - თქვა კოსმოსური ტელესკოპის
სამეცნიერო ინსტიტუტის ასტრონომმა კარლ გორდონმა.
ეს არის ის, სადაც JWST-ის ნიჭი გამოვლინდა სამხრეთის
ნისლეულის გადაღებისას."
შევიხედოთ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში
July 12, 2022
The atmosphere of WASP-96 b analyzed by the James Webb
Space Telescope. (Image credit: NASA, ESA, CSA, and
STScI)
პრეზიდენტი ბაიდენი ვების პირველ სამეცნიერო ხარისხის ფოტოს წარადგენს
July 12, 2022
This photo by NASA's James Webb Space Telescope, which
the agency unveiled on July 11, 2022, shows the galaxy
cluster SMACS 0723 as it appeared 4.6 billion years ago.
It’s the first science-quality image that the mission has
revealed. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)
დღეს (11 ივლისს) აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და NASA-ს
ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს პირველი
სამეცნიერო ხარისხის სურათი, რომელიც გადაღებულია ჯეიმს
ვების კოსმოსური ტელესკოპით, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდი
დოლარია.
გამოსახულება გვიჩვენებს სამყაროს გასაოცრად მკაფიო ულტრა
ღრმა გამოსახულებას, რომელიც აღბეჭდავს გალაქტიკების გროვას
სახელად SMACS 0723.
კიდევ ერთი ამაღელვებელი წინასწარი კადრი
July 07, 2022
This engineering image captured by the Fine Guidance
Sensor reveals the deepest view of the universe in
infrared light to date. (Image credit: NASA, CSA, and
FGS team)
ოთხშაბათს (7 ივლისს), NASA-მ გამოაქვეყნა საინჟინრო სურათი, რომელიც გადაღებულია ობსერვატორიის Fine Guidance სენსორის მიერ - არა სამეცნიერო ინსტრუმენტი, არამედ საინჟინრო ინსტრუმენტი, რომელიც ტელესკოპს სწორი მიმართულებას უნარჩუნებს.
თუმცა, ეს სურათი ამჟამად სამყაროს ყველაზე ღრმა ხედია და
ობსერვატორიის კარგ შედეგებს გვპირდება.
ვების პირველი ინსტრუმენტი მზადაა
The James Webb Space Telescope is
protected from the sun's and Earth's heat
by a giant shield. (Image credit: Kevin
Gill)
|
ახლო ინფრაწითელი უწყვეტი სპექტროგრაფიის ინსტრუმენტი, ან NIRISS-ი, შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მეცნიერებს ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლაში. ასრულებს სხვა სამეცნიერო ამოცანებსაც.
ვებს პირველი მიკროასტეროიდები ეჯახება
June 09, 2022
An artist's depiction of the James Webb Space
Telescope at work. (Image credit: Northrop
Grumman)
|
NASA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურმა
ტელესკოპმა განიცადა რამდენიმე მიკრომეტეოროიდული
ზემოქმედება - პირველად. ობსერვატორიამ ოთხი მცირე დარტყმა
მიიღო.
ერთ-ერთი უფრო დიდი დარტყმა იყო, რომელიც 18 ძირითადი
სარკის სეგმენტიდან ერთ-ერთს მოხვდა.
თუმცა, სააგენტომ განაცხადა, რომ არ ელოდება მნიშვნელოვან ცვლილებებს მისიის პირველი სამეცნიერო ხარისხის სურათების გამოვლენის დროში ან ობსერვატორიის საერთო სამეცნიერო მოღვაწეობაში.
თუმცა, სააგენტომ განაცხადა, რომ არ ელოდება მნიშვნელოვან ცვლილებებს მისიის პირველი სამეცნიერო ხარისხის სურათების გამოვლენის დროში ან ობსერვატორიის საერთო სამეცნიერო მოღვაწეობაში.
ვებმა პირველად 'მიადევნა თვალი' ასტეროიდს
May 24, 2022
ვები სრულად არის გასწორებული და ხედებიც განსაცვიფრებელია
April 29, 2022
NASA's James Webb Space Telescope can now
capture sharp images of celestial objects
with multiple instruments, the agency
announced April 28, 2022. (Image credit:
NASA/STScI)
|
"ნასას" დღევანდელი (28 აპრილი) განცხადების თანახმად,
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინსტრუმენტებისა და
სარკეების გასწორების სამთვიანი პროცესი საბოლოოდ
დასრულდა.
სააგენტომ გააზიარა მოპოვებული სურათების ნიმუშები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, ასახავს ხელსაწყოს მკაფიო ფოკუსს და გვთავაზობს მომავლის მომხიბვლელ ხედვას.
ვების ინსტრუმენტები აღწევენ სუპერ-გრილ ტემპერატურას
April 13, 2022
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) საბოლოოდ მიაღწია სუპერ ცივ ტემპერატურას.
იმის გამო, რომ ინსტრუმენტი რეაგირებს ინფრაწითელ შუქზე, რომელიც გამოიხატება სითბოს სახით, ინსტრუმენტი უნდა დარჩეს 7 გრადუს კელვინზე, რაც უდრის -266 გრადუსს.
დარჩა მხოლოდ ერთი სწორება
April 02, 2022
სააგენტომ გააზიარა მოპოვებული სურათების ნიმუშები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, ასახავს ხელსაწყოს მკაფიო ფოკუსს და გვთავაზობს მომავლის მომხიბვლელ ხედვას.
ვების ინსტრუმენტები აღწევენ სუპერ-გრილ ტემპერატურას
April 13, 2022
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) საბოლოოდ მიაღწია სუპერ ცივ ტემპერატურას.
იმის გამო, რომ ინსტრუმენტი რეაგირებს ინფრაწითელ შუქზე, რომელიც გამოიხატება სითბოს სახით, ინსტრუმენტი უნდა დარჩეს 7 გრადუს კელვინზე, რაც უდრის -266 გრადუსს.
და რთული, ფრთხილი გაგრილების პროცესის შემდეგ, NASA-ს
თანახმად, ეს ეტაპი წარმატებით მიღწეულია.
დარჩა მხოლოდ ერთი სწორება
An image taken by the James Webb Space
Telescope during its alignment process shows
galaxies and stars in the background. (Image
credit: NASA/STScI)
|
ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შვიდსაფეხურიანი გასწორების
პროცესის დასასრულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი,
განაცხადა ნასამ 1-ლ აპრილს.
დარჩენილი ნაბიჯი მოითხოვს ობსერვატორიის ყველაზე
სითბოსადმი მგრძნობიარე ხელსაწყოს, MIRI-ს კიდევ უფრო
გაცივებას.
ეს უნდა მოხდეს მომდევნო რამდენიმე კვირაში, თქვა NASA-მ, რის შემდეგაც მისიის პერსონალს შეუძლია დაიწყოს ობსერვატორიის ინსტრუმენტების კალიბრირება.
ეს უნდა მოხდეს მომდევნო რამდენიმე კვირაში, თქვა NASA-მ, რის შემდეგაც მისიის პერსონალს შეუძლია დაიწყოს ობსერვატორიის ინსტრუმენტების კალიბრირება.
ევროპული ობსერვატორია GAIA თვალს ადევნებს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს
March 16, 2022
ვების ტელესკოპი კვაზარებს შეისწავლის, კოიპერის სარტყელი
March 06, 2022
Artist's concept of a galaxy with a brilliant quasar at
its center.
(Image credit: NASA, ESA, Joseph Olmsted (STScI))
(Image credit: NASA, ESA, Joseph Olmsted (STScI))
მეცნიერება ერთი შეხედვით: ვარსკვლავთშორისი ასტეროიდები
February 18, 2022
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინჟინრები აგრძელებენ
ობსერვატორიის სეგმენტირებული ოქროს სარკის გასწორებას,
მეცნიერები ემზადებიან იმ კვლევისთვის, რომელიც ტელესკოპი ამ
ზაფხულს დაიწყებს - კვლევები, რომლებიც მერყეობს ჩვენი მზის
სისტემიდან მის ადრეულ პერიოდამდე.
ტელესკოპის სწორება იწყება
February 04, 2022
An artist's depiction of the interstellar object
'Oumuamua. (Image credit: NASA, ESA, Joseph Olmsted
(STScI), Frank Summers (STScI))
ტელესკოპის სწორება იწყება
February 04, 2022
ვების ტელესკოპი იწყებს გაღვიძებას
January 30, 2022
პარასკევს, 28 იანვარს, NASA-ს ვების კოსმოსური ტელესკოპის მისიის მეცნიერებმა აღნიშნეს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ობსერვატორიის ექსპლუატაციაში, ახალ სახლში, ლაგრანჟის წერტილ 2-ში.
გაეცანით ვების პირველ სამიზნეს - ვარსკვლავ HD 84406-ს
January 29, 2022
The star HD 84406 is located in the constellation Ursa
Major, near the Big Dipper. (Image credit:
SkySafari)
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებმა აირჩიეს პირველი ვარსკვლავი, რომელსზეც ისინი ახალ ობსერვატორიას მომართავენ.
ვარსკვლავი ძალიან ნაცნობ ადგილას, დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
სალამი ინსტრუმენტებო!
January 28, 2022
ვები "სახლშია"!
(Image credit: NASA)
ეს წერტილი მზესა და დედამიწას შორის მდებარეობს.
ვების საბოლოო დანიშნულება დედამიწიდან თითქმის მილიონი მილის
(1,5 მილიონი კილომეტრის) მანძილზეა.
დღეს დიდი დღეა, დიდი!
January 24, 2022
ვების სარკე სრულად განლაგდა
January 08, 2022
The mission operations team of NASA's James Webb Space
Telescope cheers as the huge observatory unfolded its
final mirror segments into place to complete its
deployment on Jan. 8, 2022. (Image credit: NASA)
ჯეიმს ვების სარკის სრული განლაგება დაიწყო
An animation shows the deployment of the port side of the
primary mirror of the James Webb Space Telescope. (Image
credit: NASA)
პანელი მოიცავს ექვსკუთხა სარკის სამ სეგმენტს, რომელსაც ობსერვატორია იყენებს სინათლის აღსაქმელად.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეორადი სარკე უსაფრთხოდ დაფიქსირდა
January 05, 2022
This NASA animation shows the deployment of the James
Webb Space Telescope's secondary mirror out in front of
its main mirror assembly. (Image credit: NASA)
დღეს დასვენების დღეა
ობსერვატორიის მასიური მზისგან დამცავი ორი ფარის განლაგების
გუშინდელ პროცედურას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე პერსონალი
მოელოდა.
შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო დამღლელია: ორდღიანი პროცესი მზის უზარმაზარი ფარის ხუთი თხელი ფენის გაშლა.
ვები მზისგან დამცავი ფარების ძელების გაშლას იწყებს
This NASA animation shows one of the mid-booms on the James
Webb Space Telescope extending out to pull the observatory's
sunshield to its full width. (Image credit: NASA)
ვები ხსნის ქსოვილს, რომელშიც მზისგან დამცავი ფარია
December 30, 2021
NASA's James Webb Space Telescope removes the covers from its
sunshield in this animation of the critical deployment step
that occurred in space on Dec. 30, 2021. (Image credit: NASA
ვები აფართოებს თავის განლაგების უნარიან ზედა კორპუსს
An animation of the James Webb Space Telescope extending
its Deployable Tower Assembly in space. (Image credit:
NASA)
კარგი ამბებია: ვებს აქვს საკმარისი საწვავი იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ემსახუროს მეცნიერებას
The James Webb Space Telescope fires its thruster in the
second of three mid-course maneuvers in this NASA graphic.
(Image credit: NASA)
ვების მზისგან დამცავი ფარი იხსნება
An animation of the James Webb Space Telescope deploying
the aft pallet of its sunshield. (Image credit: NASA)
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა წარმატებით დაასრულა
მზისგან დამცავი ორივე დგარის განლაგება, რაც კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ეტაპია მზისგან დამცავი მასიური ფარის ხუთდღიანი
განლაგების პროცესში.
ანტენის განლაგება წარმატებით დასრულდა
სად არის "ნასას" ჯეიმს ვების კოსმოსური ობსერვატორია?
ტელესკოპის ხედი ARIANE 5 რაკეტაზე ყოფნისას
This view shows the James Webb Space Telescope folded up on
its Ariane 5 rocket as it launched into space on Dec. 25,
2021. (Image credit: NASA TV)
ჯეიმს ვების გაშვების მომენტი
December 25, 2021
An Ariane 5 rocket carrying NASA's James Webb Space
Telescope launches into the sky from Guiana Space Center in
Kourou, French Guiana on Dec. 25, 2021. (Image credit: NASA
TV)
30 წუთი გაშვებამდე
December 25, 2021
The Ariane 5 rocket carrying NASA's James Webb Space
Telescope stands atop Launch Pad 3 at the Guiana Space
Center in Kourou, French Guiana for launch on Dec. 25, 2021.
(Image credit: NASA TV)
1 დღე გაშვებამდე
December 24, 2021
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზადაა გაშვებისთვის
December 09, 2021
The Ariane 5 rocket carrying the James Webb Space
Telescope as seen on the launch pad in Kourou, French
Guiana, the evening of Dec. 24, 2021. (Image credit:
NASA/Bill Ingalls)
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზადაა გაშვებისთვის
ვრცელი ინფორმაცია ტელესკოპის შესახებ, ნახე შემდეგ
ბმულზე: