FUTURE POST

Buy Me a Coffee at ko-fi.com
ფილმები • Movies

 FUTURE POST

Buy Me a Coffee at ko-fi.com

გალერეა

*გახსენით ფოტო და შემდეგ გადმოწერეთ, რათა მიიღოთ საუკეთესო ხარისხი. სმარტფონების შემთხვევაში, გახსენით გალერეა სისტემურ ბრაუზერში, რათა შეძლოთ სურათის შენახვა.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი დამატებული ფოტოები გვერდის ბოლოშია.
Hans Zimmer

Hubble Space Telescope
ტარანტულა ნებულა

ჰაბლის ახალი ხედი ტარანტულა ნისლეულზე

James Webb Space Telescope
NGC 346

ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებულ ახალ სურათზე დეტალურად არის ნაჩვენები ვარსკვლავების წარმოქმნის აქამდე არნახული ჯიბეები.

James Webb Space Telescope
შემოქმედების სვეტები

ეს საოცარი კადრი ჯეიმს ვების დამსახურებაა

James Webb Space Telescope
კარინას ნისლეულის

NASA-მ გაასაჯაროვა "კარინას ნისლეულის" სრულიად ახალი სურათი, გაზისა და მტვრის შორეული, მასიური ღრუბელი, რომელშიც ვარსკვლავები იბადებიან და ამავდროულად კვდებიან.

James Webb Space Telescope
SMACS 0723

11 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა წარადგინეს პირველი სამეცნიერო ხარისხის სურათი, რომელიც გადაღებულია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდი დოლარია.

გამოსახულება გვიჩვენებს სამყაროს გასაოცრად მკაფიო ულტრა ღრმა გამოსახულებას, რომელიც აღბეჭდავს გალაქტიკების გროვას სახელად SMACS 0723.

Hubble Space Telescope
ვარსკვლავური დუო

ჰაბლმა, ორიონის ნისლეულში არსებული ვარსკვლავური დუეტი გადაიღო.

Hubble Space Telescope
კარინას ნისლეული


Hubble Space Telescope
NGC 1961

გალაქტიკა

Hubble Space Telescope
"Keyhol"e


James Webb Space Telescope
ტარანტულას ნისლეული

ნისლეული ვების ერთ-ერთი კამერის (NIRCam) მიერაა აღბეჭდილი.

Hubble Space Telescope
Nasa Hubble


James Webb Space Telescope
Ring Nebula


James Webb Space Telescope
NGC 7496

ჯეიმს ვების ერთ-ერთი კამერის, MIRI-ს მიერ მოპოვებული კადრი, რომელიც ავლენს 60 ახალ ვარსკვლავთწარმომქმნელ გროვას.

James Webb Space Telescope
შემოქმედების სვეტები

Pillars of Creation - NIRCam-ისა და MIRI-ს კომპოზიცია. 

Hubble Space Telescope
Southern Ring Nebula

JWST NIRCam Image

James Webb Space Telescope
Heart of the Phantom Galaxy

Webb-მა გალაქტიკა "მესიერ 74"-ს გადაუღო.

James Webb Space Telescope
პანდორას კლასტერი

პანდორას კლასტერის დეტალური ფოტო, რომელიც Webb-მა გადაიღო

James Webb Space Telescope
Wolf-Rayet stars

ჯეიმს ვებმა გადაიღო გიგანტური ვარსკვლავი, რომელიც ეს-ეს არის უნდა ფეთქდეს ⭐💥

Hubble Space Telescope
Carina Nebula

თქვენ წინაშე კარინას ნისლეულის მრისხანე ცენტრია - 460 სინათლის წლის სიგანის ურჩხული.


გაზისა და მტვრის ულამაზესი სტრუქტურა ირმის ნახტომში.


ამ თვალწარმტაცი კადრისთვის მადლობა ჰაბლს უნდა ვუთხრათ.

Hubble Space Telescope
კოსმოსური ფოიერვერკი

ახალგაზრდა ვარსკვლავების ეს ბრწყინვალე გობელენი, წარმოადგენს გროვას სახელწოდებით Westerlund 2.

იგი შეიცავს დაახლოებით 3000 ახალგაზრდა ვარსკვლავს და მდებარეობს დედამიწიდან 20,000 სინათლის წლის მანძილზე.


Westerlund 2 პირველად 1960-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს სურათი გამოიცა 2015 წელს ჰაბლის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელიც ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს გავიდა.

James Webb Space Telescope
Cassiopeia A

ვების მძლავრი ინფრაწითელი თვალი აღბეჭდავს აფეთქებული მასიური ვარსკვლავის ნარჩენების აქამდე უნახავ დეტალებს.


Credits: NASA, ESA, CSA, D. D. Milisavljevic (Purdue), T. Temim (Princeton), I. De Looze (Ghent University). Image Processing: J. DePasquale (STScI).

Hubble Space Telescope
SWEEPS Field

ეს სურათი გვიჩვენებს ვარსკვლავების მჭირდო ხედს ჩვენი გალაქტიკის ბირთვთან, დაახლოებით 26 000 სინათლის წლის მანძილზე.

Image: NASA/ESA/STScI/SWEEPS

Hubble Space Telescope
გალაქტიკათა გროვა SDSS J1038+48492

თქვენ წინაშე გალაქტიკათა გროვა SDSS J1038+48492-ია, რომელიც თითქოს გვიღიმის

James Webb Space Telescope
ნეპტუნის რგოლები

ნეპტუნს, მზიდან მერვე პლანეტას, აქვს ყინულოვანი მტვრის ხუთი რგოლი, რომლებიც იშვიათად ჩანს მზის სისტემის შორეულ ბოლოში პლანეტის პოზიციის გამო.


Credits: NASA, ESA, CSA, STScI

Hubble Space Telescope
გალაქტიკა Messier 85

Nasa/Esa-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დაფიქსირებულ ამ სურათზე წარმოდგენილია გალაქტიკა Messier 85-ს.


იგი ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედშია და დედამიწიდან დაახლოებით 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.


Image credit: ESA/Hubble & NASA, R. O'Connell




დამატებულია: 06.06.2023

Hubble Space Telescope
გალაქტიკათა კლასტერი MACS 1206

ამ სურათზე, ზოგიერთი გალაქტიკა გამოიყურება, როგორც დახრილი ან დაჭიმული.
ეს ილუზია გამოწვეულია გრავიტაციული ლინზირებით, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც მასიური ობიექტის გრავიტაცია (როგორიცაა გალაქტიკათა მთელი გროვა) ამახინჯებს მის უკნიდან მომავალ შუქს.


MACS 1206 ჩვენგან დაახლოებით 4,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა ქალწულის თანავარსკვლავედში.


Image credit: NASA, ESA, M. Postman (STScI), და the CLASH ჯგუფი.



დამატებულია: 06.06.2023

Spitzer Space Telescope / Galaxy Evolution Explorer
Helix Nebula

Helix Nebula, ასევე ცნობილია, როგორც Caldwell 63 ან NGC 7293, არის მომხიბლავი ციური ობიექტი, რომელიც მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 655 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში. 

ეს მანძილი მას დედამიწასთან უახლოეს პლანეტარულ ნისლეულად აქცევს.


Helix Nebula არის ციური ობიექტი, რომელიც მცირე მასის ვარსკვლავის მიერაა წარმოქმნილი, რომელიც თავისი სიცოცხლის ციკლის დასასრულს უახლოვდება. 


როდესაც ასეთი ვარსკვლავი ამოწურავს წყალბადის მარაგს თავის ბირთვში, იწყებს ჰელიუმის გარდაქმნას უფრო მძიმე ელემენტებად, როგორებიცაა ნახშირბადი, აზოტი და ჟანგბადი. 


ვარსკვლავის ბირთვში ენერგიის გამომუშავება ხელს უწყობს შიდა გრავიტაციული მიზიდულობის წინააღმდეგობას.


თუმცა, როგორც კი ჰელიუმის წვა დაიწყება, ვარსკვლავი ემორჩილება გრავიტაციას, რაც იწვევს ბირთვის შეკუმშვას. 

ვარსკვლავი, რომელიც არ არის საკმარისად მასიური, რომ გადავიდეს სუპერნოვაზე, იშლება აირის ფენებად, რომლებიც შემდეგ გადაიქცევა პლანეტურ ნისლეულად და ტოვებს თეთრ ჯუჯას.


Helix Nebula აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კარლ ლუდვიგ ჰარდინგმა, 1823 წელს.




დამატებულია: 03.07.2023

James Webb Space Telescope
Saturn

JWST-ის ფილტრები პლანეტიდან მომავალ სინათლეს შედარებით აბნელებენ, რაც სატურნის კაშკაშა რგოლებისა და მთვარეების აღბეჭდვის საშუალებას იძლევა.

ზემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია სატურნის სამი თანამგზავრი, დიონა, ენცელადი და ტეთისი, პლანეტის მარცხნივ.


მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა ბუნდოვანია, ის ასევე შეიცავს ინფორმაციას სატურნის სეზონური ცვლილებების შესახებ.

ჩრდილოეთ ნახევარსფერო 7-წლიანი ზაფხულის დასასრულს უახლოვდება,

მაგრამ პოლარული რეგიონი ბნელია.

ამავდროულად, დისკოს კიდეების გარშემო ატმოსფერო კაშკაშა ჩანს, რაც შეიძლება იყოს მეთანის ფლუორესცენციის, ან ტრიწყალბადის, ან ორივეს შედეგი.


იხილეთ სტატია ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის სისტემის გიგანტების შესახებ.




დამატებულია: 03.07.2023


(NASA, ESA, CSA, STScI, M. Tiscareno/SETI Institute, M. Hedman/University of Idaho, M. El Moutamid/Cornell University, M. Showalter/SETI Institute, L. Fletcher/University of Leicester, H. Hammel/AURA; J. DePasquale/STScI)

James Webb Space Telescope
Uranus

ურანიც საკმაოდ შორსაა და ასევე უზარმაზარი უცნაურობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ურანი და ნეპტუნი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათ აქვთ ოდნავ განსხვავებული შეფერილობა, რაც დიდი ამოცანაა.

პლანეტა ასევე გვერდით არის გადახრილი, რაც ასევე ძნელი ასახსნელია.


2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული JWST-ის დაკვირვებები ვერ ხსნის ამ საიდუმლოებებს, მაგრამ გვიჩვენებს ურანის წარმოუდგენელი რგოლური სისტემის 13-დან 11 სტრუქტურას და პლანეტის პოლარული ქუდის ზემოთ არსებულ ჰაერს.


იხილეთ სტატია ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის სისტემის გიგანტების შესახებ.



დამატებულია: 03.07.2023

NASA, ESA, CSA, STScI, J. DePasquale/STSci

James Webb Space Telescope
Jupiter

იუპიტერი, გიგანტური პლანეტებიდან, იყო პირველი, რომელიც დამუშავდა JWST-ის მიერ და სურათები გამოქვეყნდა წინა წლის აგვისტოში.


პლანეტის მღელვარე ღრუბლებსა და შტორმებში დანახული თვალწარმტაცი დეტალები შეიძლება მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ჩვენ ასევე დავინახეთ იშვიათი რამ: მუდმივი ავრორა(ციალი), რომელიც იუპიტერის პოლუსებზე მძვინვარებს და იუპიტერის იშვიათი რგოლები.


იხილეთ სტატია ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული მზის სისტემის გიგანტების შესახებ.




დამატებულია: 03.07.2023

(NASA, ESA, CSA, Jupiter ERS Team; Ricardo Hueso/UPV/EHU and Judy Schmidt)

James Webb Space Telescope
NGC 3256

JWST-მ გადაიღო ცეცხლოვანი სპირალური გალაქტიკა, რომელსაც ძალადობრივი წარსული აქვს.


დეტალურად



დამატებულია: 09.07.2023


(ESA/Webb, NASA & CSA, L. Armus, A. Evans)

James Webb Space Telescope
Rho Ophiuchi

ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი, სახელად Rho Ophiuchi.

სურათზე ხედავთ დაახლოებით 50 ახალგაზრდა ვარსკვლავს გაზისა და მტვრის გარემოცვაში.


დეტალურად



დამატებულია: 13.07.2023


Credits: NASA, ESA, CSA, STScI, Klaus Pontoppidan (STScI)

James Webb Space Telescope
Herbig-Haro 46/47

ჯეიმს ვებმა ვარსკვლავების ფორმირების აქტიური პროცესის მაღალი გარჩევადობის ინფრაწითელი გამოსახულება მოიპოვა.


ტელესკოპმა ორი ახალგაზრდა ვარსკვლავის ფორმირება გადაიღო, რომელთაც Herbig-Haro 46/47 ჰქვიათ.


ვარსკვლავები ღრმად არიან ჩაფლული გაზისა და მტვრის დისკოში, რომელიც ხელს უწყობს მათ ზრდას, რადგან აგრძელებენ მასის მოპოვებას.




დამატებულია: 27.07.2023


Credits: Image: NASA, ESA, CSA. Image Processing: Joseph DePasquale (STScI)

Euclid Space Telescope
"ევკლიდეს" NISP ინსტრუმენტის სატესტო სურათი

ევროპის კოსმოსური ტელესკოპი "ევკლიდე", რომელიც პირველ ივლისს გაეშვა ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიაზე მეტი სინათლის მოსაფენად, სამიზნე ორბიტაზე მივიდა და მისმა ოპერატორებმა პირველი სატესტო სურათები გამოაქვეყნეს.





დამატებულია: 02.08.2023


Image: ESA



James Webb Space Telescope
კიბორჩხალსახის (Messier 1) ნისლეული

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) გადაიღო Messier 1 ნისლეულის ახალი სურათები, რომლებზეც აქამდე უნახავ დეტალებს ვხედავთ.


დეტალურად


დამატებულია: 03.11.2023


©️ NASA, ESA, CSA, STScI, T. Temim (Princeton University)

James Webb Space Telescope
Cassiopeia A - აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენები

ახლახან, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აფეთქებული ვარსკვლავის საოცარი სურათი მოგვაწოდა.


სურათზე, ტალღის სიგრძის ყველა სპექტრში, ნაჩვენებია Cassiopeia A, სუპერნოვას ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ნარჩენები. 

Cassiopeia A ჩვენგან დაახლოებით 11 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.


დეტალურად


დამატებულია: 13.12.2023


©️ NASA

James Webb Space Telescope
ურანის ახალი კადრი

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უნიკალური პლანეტა ახალი დეტალებით წარგვიდგინა.


კადრში ხაზი გასმულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა პლანეტის რგოლები, ბუნებრივი თანამგზავრები, ქარიშხლები და სეზონური პოლარული ქუდი.


Webb-ის ინფრაწითელი ხედვა და მგრძნობელობა კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ტელესკოპის მიერ ამ წლის დასაწყისში გადაღებულ ვერსიაზე, რომელსაც ამ ბმულზე.





დამატებულია: 18.12.2023


©️ Nasa / JWST

Hubble Space Telescope / James Webb Space Telescope
ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოლაბორაცია

ეს შთამბეჭდავი სურათი გვიჩვენებს მასიური გალაქტიკების გროვას (MACS0416), რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 4.3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.


ეს გროვა მორთულია ნათელი ობიექტებით, რომლებიც ნაძვის ხის დეკორაციებივით ციმციმებენ.

ასტრონომებმა მას მეტსახელად "ნაძვის ხის გალაქტიკათა გროვა" უწოდეს. 


რეალურად, ჩვენ ვუყურებთ ორი გალაქტიკათა გროვის შერწყმის პროცესს, რომლებიც კიდევ უფრო დიდ გროვას ფორმირებენ.


რაც შეეხება თავად კომპოზიციას, იგი არის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ხილულ შუქზე და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელ შუქზე შეგროვებული მონაცემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ტალღის სიგრძის 400 ნმ-დან (ნანომეტრი) 5000 ნმ-მდე დიაპაზონს. 


სხვადასხვა ფერები სხვადასხვა ტალღის სიგრძის წარმოსადგენადაა გამოყენებული: ლურჯი ნიშნავს უმოკლეს ტალღის სიგრძეს, მწვანე წარმოადგენს შუალედურ ტალღის სიგრძეს და წითელი მიუთითებს ყველაზე გრძელ ტალღის სიგრძეზე.


გარდა ამისა, ეს ფერები ასევე გვაწვდიან ინფორმაციას გალაქტიკების მანძილის შესახებ: ლურჯი გალაქტიკები ჩვენთან უფრო ახლოს არიან და უფრო აქტიურად ფორმირებენ ვარსკვლავებს, რაც მათ ჰაბლის შესაფერის სამიზნეებად აქცევს. 


წითელი გალაქტიკები ჩვენგან უფრო შორს არიან და მათ ჯეიმს ვები აკვირდება.

წითელი ფერით აღნიშნული ხშირად შეიცავს უფრო მეტ მტვერს, რომელიც შთანთქავს ლურჯ ტალღის სიგრძეებს.


ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სურათების გაერთიანებით, მეცნიერებმა შეძლეს მრავალი გარდამავალი გალაქტიკის იდენტიფიცირება და გრავიტაციული ლინზირების ფენომენის გამოყენებით ფონური გალაქტიკების განსაზღვრა. 

ამ ფონური გალაქტიკების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შეიძლება ადრეულ სამყაროში ფორმირდნენ.





დამატებულია: 19.12.23


IMAGE: NASA, ESA, CSA, STScI, Jose M. Diego (IFCA), Jordan C. J. D’Silva (UWA), Anton M. Koekemoer (STScI), Jake Summers (ASU), Rogier Windhorst (ASU), Haojing Yan (University of Missouri)

James Webb Space Telescope
JWST-ს მიერ მოპოვებული ახალი ხედი ურანზე

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უნიკალური პლანეტა ახალი დეტალებით წარგვიდგინა.


კადრში ხაზი გასმულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა პლანეტის რგოლები, ბუნებრივი თანამგზავრები, ქარიშხლები და სეზონური პოლარული ქუდი. 


Webb-ის ინფრაწითელი ხედვა და მგრძნობელობა კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ტელესკოპის მიერ ამ წლის დასაწყისში გადაღებულ ვერსიაზე, რომელსაც ამ ბმულზე ნახავთ.





დამატებულია: 24.12.23


©️ Nasa / JWST

Hubble Space Telescope / Spitzer Space Telescope
30 Doradus B - სუპერნოვას ნარჩენები

ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩენილი ნარჩნები.


30 Doradus B სუპერნოვას ნარჩენების სახელია და, როგორც Nasa-ს Chandra ობსერვატორიის მონაცემები გვეუბნებიან, მის ისტორიაში მხოლოდ ერთი აფეთქება არ ყოფილა.


მოპოვებულ მონაცემებში შემჩნეული უჩვეულო სტრუქტურები მხოლოდ ერთი აფეთქებით ვერ აიხსნება.


30 Doradus B-ის ამ სურათზე ასევე ასახულია ჩილეს Blanco ტელესკოპის ოპტიკური მონაცემები და Spitzer-ის ინფრაწითელი მონაცემები.

გარდა აღნიშნულისა, გამოსახულების სრულყოფაში მონაწილეობდა "ჰაბლიც".





დამატებულია: 12.01.24


©️ X-ray: NASA/CXC/Penn State Univ./L. Townsley et al.;
Optical: NASA/STScI/HST;
Infrared: NASA/JPL/CalTech/SST;

Image Processing: NASA/CXC/SAO/J. Schmidt, N. Wolk, K. Arcand

Hubble Space Telescope
თავკომბალა გალაქტიკა

UGC 10214 - უჩვეულო ფორმის გალაქტიკა, რომელიც საოცრად წააგავს სწრაფად მოძრავ ობიექტს, რომელიც უკან კვამლს ტოვებს.


თავკომბალა კი მისი გამორჩეული გარეგნობის გამო უწოდეს. 


ის მდებარეობს გველეშაპის თანავარსკვლავედში, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 420 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.


გალაქტიკის მოქცევის კუდი წარმოქმნილია მისი და სხვა შედარებით პატარა გალაქტიკის ძლიერი გრავიტაციული ურთიერთქმედებით.


ბევრი ახალგაზრდა ცისფერი ვარსკვლავი ჩანს, როგორც გალაქტიკის სპირალურ "მკლავებში", ასევე მოქცევის კუდში. 


თითოეული ეს ვარსკვლავური გროვა (გალაქტიკა) არის მილიონი ვარსკვლავის სახლი და მათი ცისფერი ფერი გვეუბნება, რომ მათ ძალიან ცხელი ბუნება აქვთ.


მათი ტემპერატურა დაახლოებით ათჯერ აღემატება ჩვენი მზის ტემპერატურას, ხოლო სიკაშკაშე მილიონჯერ.

ეს ბრწყინვალე ვარსკვლავები დროთა განმავლობაში განაგრძობენ ევოლუციას და საბოლოოდ სფერულ კლასტერებს წარმოქმნიან.


კვლევების თანახმად, მოქცევის კუდის შიგნით ორი ცალკეული გროვა, რომლებშიც ახალგაზრდა და კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავები ბინადრობენ, სავარაუდოდ, გადაიქცევიან ჯუჯა გალაქტიკებად, რომლებიც საბოლოოდ თავკომბალას გალაქტიკის გარშემო შემოიკრიბებიან.


ამ გალაქტიკის გარდა, მის ფონად ხედავთ დაახლოებით 3000 მკრთალ გალაქტიკას, რომლებიც ქმნიან ბრწყინვალე ვარსკვლავურ ფონს. 


თავკომბალა გალაქტიკის ეს სანახაობრივი გამოსახულება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დამსახურებაა.





დამატებულია: 21.01.24


© Hubble Legacy Archive, ESA, NASA; Processing: Amal Biju

James Webb Space Telescope
IC 5332

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 628

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 1087

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 1300

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 1365

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 1385

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 1512

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 2835

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 3351

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 3627

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 4254

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 5068

სპირალური გალაქტიკა

James Webb Space Telescope
NGC 7496

სპირალური გალაქტიკა

© 2020-2024 FUTURE POST | BY GEORGE DADVANI

Your cart is empty Continue
Shopping Cart
Subtotal:
Discount 
Discount 
View Details
- +
Sold Out